სოფო კილაძემ ნიდერლანდების ელჩს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა გააცნო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ნიდერლანდების სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

კილაძემ მააიკე ვან კოლდამს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები