ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სატრენინგო კურსი ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ტარდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახალი სატრენინგო პროექტი დაიწყო.

როგორც “კვირას” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, „როგორ ჩავატაროთ ღონისძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით” – ამ სახელწოდებით სატრენინგო კურსი საქართველოს სამ უდიდეს ქალაქში: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ტარდება.

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში”გამართულ ტრენინგში ტურიზმის სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო საქმიანი ტურიზმის სფეროს კომპანიები. ტრენინგების კურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია, კერძო სექტორს პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმაროს, რომ დარგის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ განაახლონ ბიზნეს ოპერირება და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

მომდევნო ტრენინგი 20 ივლისს თბილისში გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები