კოლეჯში “სპექტრი” ღია კარის დღე გაიმართა

კოლეჯში “სპექტრი” ღია კარის დღე გაიმართა. 2020 წლის საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებით,  დაგეგმილ ღონისძიებას კოლეჯის დირექტორმა, მათე ტაკიძემ კურსდამთავრებულებთან ერთად უმასპინძლა.
კოლეჯის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სასწავლო პროგრამები და პირობები გააცნეს.
“სპექტრის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელს, 360 ადამიანს მათ შორის 67 შშმ პირს შესაძლებლობა ეძლევა სამშენებლო და საინჟინრო მიმართულების პროფესიული პროგრამა აირჩიოს, ელექტრონულად დარეგისტრირდეს 10 აგვისტომდე, გაიაროს ტესტირება და მოიპოვოს სახელმწიფოსგან სრული დაფინანსება.
“სპექტრში” სწავლის მსურველებს სრულად ადაბტირებული გარემო და თანამედროვე, უახლესი ტექნოიგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები ელოდებათ.
“სასწავლო პროცესს მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტები წარმართავენ, რომლებიც პროფესიული განათლების სტუდენტებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს უახლესი მეთოდებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეასწავლიან.
​ღონისძიებას ესწრებოდნენ თამარ ტალიაშვილი – თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავჯდომარე, ევროსაბჭოს კონგრესის ადგილობრივი და რეგიონალურ ხელისუფლებათა ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი გვილავა _კულტურის , განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი დოხტურიშვილი სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ჩალაბაშვილი _პოეტი და პროფესიული განათლების ელჩი .ასევე  საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი, კერძო სექტორიდან  12 კომპანია, ასოციაცია  „ანიკას „ წარმომადგენლები და  პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირები.
ღია კარის დღის ფარგლებში, სოციალურ საწარმო „სხივსა„ და „სპექტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა  და სოციალურ საწარმო „დადართან“ ერთად, ერთობლივი გამოფენა “პირადი მიღწევის გმირები“ მოეწყო.
გამოფენის მიზანს წარმოადგენდა, საზოგადოებისთვის გაეცნო ადამიანები რომლებმაც ინკლუზიური პროფესიული განათლების საშუალებით შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესება, შედეგის მიღწევა და სოციალური ინტეგრაცია 
მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გამოფენის მონაწილეებთან ერთად შეექმნებათ ერთობლივი ნამუშევარი ( სათამაშო, ნახატი..) რომლის მთავარმოქმედი გმირები სოციალური საწარმო „სხივის„  წარმომადგენელი ირაკლი ქემოკლიძე და „სპექტრის“ კურსდამთავრებული ,სოციალური საწარმო „დადარის „ თანამშრომელი აკაკი ფეიქრიშვილი იყვნენ. აკაკი და ირაკლი ინკლუზიური პროფესიულ განათლების წარმატების მაგალითები არიან.
​პროფესიული პროგრამების წარდგენის შემდგომ, საპატიო სტუმრებმა კოლეჯის 38 კურსდამთავრებულს  სახელმწიფო სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიების დასასრულს “სპექტრში” წყალმომარაგებისა და წყალარინების სასწავლო ლაბორატორია  „ევრომასტერი“ გაიხსნა, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც გრძევადიანი პროგრამების სტუდენტებისთვის ასევე სახელმწიფოს, თბილისის მერიის და კერძო სექტორის მხარდაჭერით განხორციელებული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის მონაწილეებისათვის.
კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ფონზე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მომზადება – გადამზადების სასწავლო პროგრამების მიზნობრივი შექმნის საჭიროებაზე ისაუბრეს და სამომავლო, აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ამონარიდები სტუმართა მისასალმებელი სიტყვებიდან:

თამარ ტალიაშვილი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავჯდომარე: „სპექტრი“ ობიექტური მიზეზებით არის გამორჩეული , აქ როცა მოვდივარ ვიცი,რომ საუბარი არ შეეხება მხოლოდ „სპექტრის“ კურსდამთავრებულებს, მის გამოწვევებს და პრობლემებს. არა, აქ არის შექმნილი პლათფორმა- ასე ვთქვათ საექსპერტო გარემო რომელიც მუშაობს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უფრო მეტად განვითარდეს პროფესიული განათლება საქართველოში და ეს არის საქართველოს მომავალი ეკეონომიკური მდგრადი განვითარებისა. ამიტომ ამის მნიშვნელობა არის განსაკუთრებული.“
ირაკლი გვილავა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი: “მადლობა  მინდა გადავუხადო ყველა კოლეგას და მასწავლებელს  ვინც თბილისის მერიის პოგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ განხორციელებაშია ჩართული. თითოეულ ახალგაზრდას და ოჯახს რომელიც ამ სასწავლო პროცესთანაა დაკავშირებული ვუსურვებ წარმატებას.
პანდემიის გამო გარკვეული პერიოდი პაუზის აღება მოგვიწია, რაც აუკავშირდებოდა თუმცა, ვფიქრობთ ეს შემოდგომა ძალიან ნაყოფიერი იქნება .
იმისათვის, რომ პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისათვის, ჩვენ გავზრდით პროგრამების რაოდენობას”.
გიორგი დოხტურიშვილი სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი: „ჩვენ „სპექტრთან” ერთად ვაცნობდით პროფესიული განათლების სიკეთეს მოსახლეობას. ჩემი სამაჟორიტარო ოლქიდან მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილე ოცამდე ახალგაზრდა დასაქმდა. რატომღაც მათ ქონდათ იმის განცდა, რომ რახან უმაღლესი განათლება არ მიუღიათ ვერ მიაღწევდნენ წარმატებას. თუმცა ერთერთი ისეთი წარმატებულია ,რომ უკვე საკუთარი ბრენდი აქვს და ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. მისი ბიზნესი ყოველდღიურად ვითარდება და ამ ეტაპზე 5 ადამიანი დაასაქმა. სწორედ ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „სპექტრს“ და ბატონ მათეს”.
პოეტი თემურ ჩალაბაშვილი: „2 წლის წინ გავიცანი „სპექტრი“ არც მეგონა ასეთი ძვირფასი სასწავლებლები თუ არსებობდა. ჩემს ბავშვობაში კი იყო პროფსასწავლებლები, მე მაგალითად დამთავრებული მაქვს პროფესიული სასწავლებელი, პირველი პროფესიით პლასტმასების მწნეხავი ვარ, ძალიან მიხარია აქ, რომ ვარ და უფრო მეტად გამახარა გამოფენამ. ,აი ჩვენ ,რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებს ვეძახით, შეუზღუდავი გონების ხალხს დავარქმევდი მათ და ყველაზე ძვირფას ადამიანებს. დღეს ვერაფერს ვერ გააკეთებ ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე. გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რომ ქვეყანა ერთობით აღორძინდეს. სასიხარულო ამბები გქონდეთ ,ჯანმრთელობა და მშვიდობა”.
პაატა რუსაძე კომპანია “ჯეოტურანი“-ის  და „ევრომასტერის“ დამფუძნებელი: „ჩვენ უკვე განვახორციელეთ დუალური სწავლების პროგრამა „სპექტრში“. ვერც წარმოვიდგენდი თუ ასე მოკლე დროში შესაძლებელი იქნებოდა მიგვეღწია იმ სიმაღლეებისთვის რასაც ჰქვია მიწისქვედა ხარისხიანი დიაგნოსტიკა და შემოწმება მილების ამოყრის გარეშე იმ ხარისხით როგორიც არის ევროპაში და ინგლისში. ეს შეძლეს „სპექტრის“ სტუდენტებმა, ჩენ დავასაქმეთ ისინი და შემდეგ ავუმაღლეთ კვალიფიკაცია ევროპაში. მე მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს ,რომ ენდნენ კოლეჯს.
სურვილი გვაქვს, რომ კიდევ მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი პროფესიული განათლება და დასაქმდეს, ამიტომ ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ „ევრომასტერის ლაბორატორიას“ სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლება და იყოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი”,-ნათქვამია კოლეკ “სპექტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები