ავსტრიის ელჩი: მნიშვნელოვანია, საქართველომ ყურადღება გაამახვილოს განათლებაზე, რადგან განათლებული ადამიანი ყალბი ამბების მახეში არ გაებმება

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ყურადღება გაამახვილოს განათლებაზე, რადგან განათლებული ადამიანი ყალბი ამბების მახეში არ გაებმება”, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყალბი ამბებით თქვენი ჩრდილოელი მეზობელი ხშირად თამაშობს. ვსაუბრობ ზოგადად, მე არც ისე ცოტა რამ ვიცი მომხდარის შესახებ. ზოგადად, გარშემო ბევრი ყალბი ამბავია. ეს ხშირად გამიზნულად კეთდება, რათა გააღიზიანონ ხალხი, რათა მათ ვეღარ შეძლონ ამ ყალბი ამბების უკან არსებული რეალობის დანახვა“, – განაცხადა ელჩმა. ​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები