გია აბაშიძე: “ნაცი” კეზერაშვილის ამ კვლევამ ვერ აუარა გვერდი იმ ფაქტს, რომ “ქართულ ოცნებას” საზოგადოებაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს
“ნაცი” კეზერაშვილის ამ კვლევამ ვერ აუარა გვერდი იმ ფაქტს, რომ “ქართულ ოცნებას” საზოგადოებაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ყოველთვის ინტერპრეტირებული და ყალბია.
,,2012-ის შემდეგ რა კვლევები არ დაიდო, მაინც “ქართულმა ოცნებამ” მოიგო ყველა დონის არჩევნები. და 31 ოქტომბერსაც მოიგებს და “ევროპულ საქართველოს” – 5% . ახალი, “ძლევამოსილი ალტერნატიული ძალა”, “ლელო” კი “ეფექტური” სამპროცენტიანია. 31 ოქტომბრამდე, უფრო სწორედ, 1-ელი ნოემბრის დილის შედეგებამდე”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.