მარიამ ხატისკაცის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ლიზი ნადირაძისგან შეიტყო
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის მარიამ ხატისკაცის გამოკითხვა დასრულდა.
ხატისკაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შსს-ს მასთან კითხვები სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ჰქონდა.
“სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს, მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები”, – განაცხადა მარიამ ხატისკაცმა.
ხატისკაცის თქმით, შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ამავე საქმის ერთ-ერთი მოწმის ლიზი ნადირაძისგან გაიგო.
“თემქაზე ვიყავი კი. ლიზი ნადირაძისგან გავიგე. ლიზიმ გაიგო ინფორმაცია ხალხისგან იმიტომ, რომ ვინებიც იყვნენ დაგვირეკეს იქ ვეღარ მივდივართო და აქედან გამომდინარე”,- განაცხადა ხატისკაცმა.
რაც შეეხება კითხვას, რა უთხრა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ ხიდზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხატისკაცმა განაცხადა, რომ ბრეგვაძეს მისთვის “ისეთი არაფერი უთქვამს”.