აზერბაიჯანში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა 26 165 -მდე გაიზარდა.
ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 334 ლეტალური შემთხვევაა. განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 17 256-მა პირმა შეძლო, ხოლო 8 575 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს.