ონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი მაქარაშვილმა სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.

ონის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე 4 აქტიური პროექტია, რომელიც მალე დასრულდება.
1. სოფელ ღებში- საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ ვახტანგ ბუაძე.
ჯამური ღირებულება – 72209,98 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. სოფელ ჭიორაში – საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ ურიში”
ჯამური ღირებულება -94999,8 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.

3. სოფელ სხანარში – სასმელი წყლის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ თამაზ მაისურაძე
ჯამური ღირებულება – 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

4. სოფელ ქვედრულაზე – დასასვენებელი სპორტული სავარჯიშო მოედნის მოწყობა.
შემსრულებელი – ი/მ მირიან მეტრეველი.
ჯამური ღირებულება – 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები