მამუკა მდინარაძე დენდროლოგიურ პარკზე: ბიძინა ივანიშვილი იყო ყოველდღიური ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების არეალში, როდესაც თურმე ეს კაცი აკეთებდა კარგ საქმეს

“თქვენ ნახეთ წლების განმავლობაში უარყოფითი კამპანია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ხეების გადატანასთან დაკავშირებით და როგორ ლანძღავდნენ ჩვენი პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას აქვს პარკი, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არის.

“თქვენ ნახეთ წლების განმავლობაში უარყოფითი კამპანია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ხეების გადატანასთან დაკავშირებით და როგორ ლანძღავდნენ ჩვენი პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინას.

ბიძინა ივანიშვილი იყო ყოველდღიური ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების არეალში, როდესაც თურმე ეს კაცი აკეთებდა კარგ საქმეს, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანას დღევანდელ დღეს უკვე აღმოაჩნდა ისეთი პარკი, რომლის ანალოგი რეგიონში არ არის. მგონი, ეს არის ყველაფრის პასუხი წლების შემდეგ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები