გია ვოლსკი: დენდროლოგიური პარკი არის საუკეთესო პასუხი იმ სიბინძურეზე, რაც ამ ხნის განმავლობაში გვტყორცნეს ე.წ. ოპოზიციონერებმა, ყველამ არა, რასაკვირველია

“დენდროლოგიური პარკი დარჩება ჩვენს შვილებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“დენდროლოგიური პარკი  არის საუკეთესო პასუხი იმ სიბინძურეზე, რაც ამ ხნის განმავლობაში გვტყორცნეს ჩვენმა ე.წ. ოპოზიციონერებმა, ყველამ არა, რასაკვირველია.

ეს დარჩება ჩვენს შვილებს. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ ადამიანმა, თუკი ამის რესურსი აქვს, ან იმ ფარგლებში,  რა რესურსიც აქვს, უნდა იზრუნოს ქვეყანაზე, სამშობლოზე”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები