ლევან ნიკოლეიშვილი: აღმოჩნდა, რომ, თურმე, ბიძინა ივანიშვილს ასწლოვანი და უიშვიათესი ხეები სახლში არ წაუღია

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი დენდროლოგიური პარკის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, უამრავი ანტიპიარის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ასწლოვანი და უიშვიათესი ხეები სახლში არ წაუღია.

“დღეს შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, დიახ, სწორედ ის დენდროლოგიური პარკი, რომლის შექმნა/გახსნამდე იმდენი სიბინძურე და ტალახი წამოვიდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ იფიქრებდი, ქვეყანა იქცეოდა, “ფეიკ” მედიისა და პროპაგანდირების მანქანების გამოყენებით ხდებოდა რეალობის დემონიზაცია. გახსოვთ, ალბათ, თუ როგორ გვაფრთხილებდა “ნაცმოძრობა” ქვეყნის ნგრევისა და ეკოლოგიურ კატასტროფის შესახებ. მავნებელ სექტას, როგორც ყოველთვის, ყველაფრის პოლიტიზირება სურდა, მაგრამ მთავარი და უმთავრესი ვერ გაითვალისწინეს: აღმოჩნდა, რომ, თურმე, ბიძინა ივანიშვილს ასწლოვანი და უიშვიათესი ხეები, რომლების უმეტესობა ან გადაშენებისთვის ან უბრალოდ დაკარგვა/ჩაკარგვისთვის იყო განწირული, სახლში არ წაუღია, არც საშენ მასალადაც  გამოუყენებია, არც მოუპარავს და არც წაურთმევია ვინმესთვის (ყველა მათგანი საკმაოდ სოლიდურ ფასად იქნა შეძენილი მეპატრონეებისგან). იცით, რა აღმოჩნდა სინამდვილეში? ის, რომ ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი მამულიშვილური და საშვილიშვილო საქმე გააკეთა და ქვეყანას უმშვენიერესი დენდროლოგიური პარკი აჩუქა, სადაც თავი მოუყარა უიშვიათესი ფლორისა და ფაუნის ულამაზეს ნიმუშებს!

საგულისხმოა, რომ დენდროლოგიურ პარკში თავმოყრილია ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი, რომელთა უმრავლესობა გადაშენების პირასაა. ასევე, საინტერესოა, რომ ეს ფრინველები “წითელი წიგნის” ნუსხაში ჰყავთ შეყვანილი. დარწმუნებული ვარ, დენდროლოგიური პარკი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ტურისტულ მიზიდულობას და საქართველოს კიდევ ერთი შესანიშნავი სავიზიტო ბარათი გახდება. სხვათა შორის, დენდროლოგიურ პარკში შესვლა უფასოა ყველასთვის! დიახ, ყველასთვის და ყველას შვილებისა და ოჯახის წევრებისათვის! ნახეთ, დატკბით და ისიამოვნეთ, ვისაც გიხარიათ, ვინც ამ სიკეთით გამწარდით, თქვენც ნახეთ, იქნებ, ბოღმამ ცოტათი მაინც გადაგიაროთ!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები