არჩილ თალაკვაძე: სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო

“ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებისას განაცხადა.

“სხვათა შორის, ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო და ახლა გვსაყვედურობენ, პარლამენტი ამდენ კანონპროექტზე რატომ მუშაობსო, არა უშავს.

“ევროპული საქართველოსა” და ფრაქციების მომართვა გვაქვს სხდომებთან დაკავშირებით, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია, ყოველ ბიუროზე შემოდის ეს წერილები და შემდეგ ყველა სხდომებს ესწრებით.

ბატონო გიგი, როგორ ხდება ის, რომ ყოველ ბიუროზე წერილები შემოგაქვთ, სხდომას არ ესწრებით, თითქოს, მაგრამ ესწრებით. ეს ავტომატურად შემოაქვთ თქვენი ფრაქციის აპარატს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომას “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი წერეთელი ესწრებოდა, რომელმაც არჩილ თალაკვაძეს უპასუხა – “მე ვფიქრობ, რომ თქვენი კითხვა ეხება რეგლამენტს. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, ის საკითხები, რომლებიც არის მნიშვნელოვანი, ეხება “კოვიდ”-ს, პანდემიას, ამასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ჩვენ დავესწრებით”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები