იონათამიშვილი სააკაშვილზე: რაც უფრო მეტად იაქტიურებს, მით უფრო დამაზიანებელი იქნება იმ კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც მისი ნოსტალგია გააჩნია

“სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

იონათამიშვილის თქმითვე, სააკაშვილის აქტიურობა რადიკალური ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება.

„ეს ადამიანი იმდენად დეგრადირდა, სერიოზულად მისი განცხადებების მიღება და ამაზე კომენტარების გაკეთება არის საკმაოდ უხერხული. ცხადია, მას არ გააჩნია არც იმის პოტენციალი და რესურსი, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების, უბრალოდ ერთი არის ფაქტი, რასაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ეს ადამიანი და რაც უფრო მეტად იაქტიურებს, მით უფრო დამაზიანებელი იქნება იმ კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც მისი ნოსტალგია გააჩნია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს – “ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები