გია აბაშიძე ვახო სანაიას: გავაანალიზოთ კეზერაშვილის საქმე და სიმართლეში გავერკვიოთ, როგორც ამას შაქარაშვილის საქმის შესახებ ანალიზით ცდილობენ ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტები

“გავაანალიზოთ კეზერაშვილის საქმე და სიმართლეში გავერკვიოთ, როგორც ამას შაქარაშვილის საქმის შესახებ ანალიზით ცდილობენ ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტები”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ჟურნალისტს აინტერესებს ტრაგიკული საქმის დეტალები, თუმცა ფაქტია, ამ საქმეში სახელმწიფოს დანაშაული არ იკვეთება.

“მინდა, გამოვეხმაურო ვახო სანაიას პოსტს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. სრულიად ბუნებრივია, რომ ჟურნალისტს აინტერესებს ტრაგიკული საქმის დეტალები და მას აანალიზებს. თუმცა ფაქტია, ამ საქმეში სახელმწიფოს დანაშაული არ იკვეთება და იმედია, საბოლოოდ, გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს. რაც შეეხება იმ ტელეკომპანიის დამფუძნებლის საქმეს, სადაც ვახო სანაია მუშაობს, ვგულისხმობ კეზერაშვილის საქმეს, რომელიც ბოლო დროს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა – ეს უკვე სახელმწიფოებრივი საკითხია, რადგან საქმე ყოფილ თავდაცვის მინისტრს ეხება, რომელიც დღესაც პოლიტიკური პროცესის მონაწილეა და ოპოზიცურ არხებს აფინანსებს. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ, “დელოიტის” აუდიტორული დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილის ბინზესების მოცულობა მილიარდზე მეტი აღმოჩნდა და ეს მაშინ, როდესაც საჯარო სამსახურებში მუშაობამდე, ის ‘კმარას’ ჩვეულებრივი აქტივისტი იყო”, – წერს გია აბაშიძე.

აბაშიძე საზოგადოებას სთავაზობს, გავაანალიზოთ კეზერაშვილის საქმე და სიმართლეში გავერკვიოთ, როგორც ამას შაქარაშვილის საქმის შესახებ ანალიზით ცდილობენ ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ისრაელის პროკურატურამ დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავისა და ბიზნესპარტნიორების, მიხაელ ბენიმინის, ჰირშის, ოდედ შახნაის, იანივ ადამის მიმართ ბრალდება წარადგინა. ისრაელის მოქალაქეებმა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, კეზერაშვილის ხელშეწყობით, ქართული ჯარის კუთვნილი 11 მლნ ლარი დანაშაულებრივად მიისაკუთრეს, მერე ამ ფულით კეზერაშვილთან ერთად ბიზნესი ააწყვეს, მისი ბიზნესპარტნიორები გახდნენ და გადასახადებიც დამალეს. 2007-2008 წლებში მაშინ, როდესაც ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა, ოკუპანტი ქართლს აოხრებდა, ტერიტორიებს გვართმევდა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრები ვერ გამოგვქონდა, სააკაშვილი და მისი თავდაცვის მინისტრი – კეზერაშვილი, ნათესავის დახმარებით, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ხალხის მიერ გადასახედების სახით შეგროვილ ფულს იპარავდა.

რა ვერსიები გამომდინარეობს ამ საქმიდან და ინტერპრეტაციის რა საშუალებას იძლევა ისრაელის პროკურატურის მოქმედება? განვიხილოთ შემდეგი ვარიანტები – კეზერაშვილის ნათესავმა ფული მოიპარა და გადასახადები არ გადაიხადა კეზერაშვილის დაუდევრობით; მან ეს ქმედება კეზერაშვილის ხელშეწყობით განახორციელა, ანუ მის ნათესავთან წილში იყო, მაგრამ სააკაშვილი თამაშგარე დატოვეს და მოპარული ფული თავად გაიყვეს. კეზერაშვილის ნათესავი შირმაა, რეალურად კი ფული სააკაშვილმა და კეზერაშვილმა გაიყვეს; ამ სამი ვერსიის განვითარების საშუალებას აღნიშნული საქმე ნამდვილად ტოვებს. 1 ვარიანტი: ყველაზე მეტად აძლევს ხელს ბრალდებულებს; 2 ვარიანტი: მათ მდგომარეობას ამძიმებს; 3 ვარიანტი: ბრალდებულების მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა სააკაშვილსა და კეზერაშვილსაც უმძიმებათ მდგომარეობა”, – წერს გია აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები