მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტარების დოკუმენტში კონკრეტული სახელი და გვარი ვერ აისახებოდა, ეს „ნაცმოძრაობის“ ინტერპრეტაციაა

“ევროპარლამენტარების დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ვერ აისახებოდა ვერც პოლიტპატიმარი და ვერც – კონკრეტული სახელი და გვარი, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერპრეტაციაა, რათა საზოგადოება ყოფილიყო შეცდომაში შეყვანილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ევროპარლამენტარების დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ვერ აისახებოდა ვერც პოლიტპატიმარი და ვერც – კონკრეტული სახელი და გვარი, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერპრეტაციაა და ეს სიტყვა  – „ნაგულისხმევი“ მათ შემოიტანეს, რათა საზოგადოება ყოფილიყო შეცდომაში შეყვანილი. შეთანხმებას აქვს ორი ნაწილი, საკუთრივ შეთანხმება, სადაც 120/30-ზე იყო საუბარი და, მეორე მხრივ, გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება, სადაც მართლმსაჯულების ჩაურევლობაზეა საუბარი, რომლის მონათვლაც სცადეს სხვანაირად 180 გრადუსით შეტრიალებულად და ეს მათი თავხედური სვლა არ გავიდა, რადგან სხვა რამ ეწერა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები