რუმინეთი აშშ-ის თვითმფრინავებისა და ჯარისკაცების თავის საჰაერო ბაზაზე განლაგებას აპირებს

ირანში ოპერაციის მხარდასაჭერად, რუმინეთი მიხაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზაზე აშშ-ის თვითმფრინავებისა და ჯარების დამატებით განლაგებას დათანხმდა,- ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ქვეყნის უმაღლესი თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„საუბარია ტანკერულ თვითმფრინავებზე, მონიტორინგის აღჭურვილობასა და დევესელუსთან (სარაკეტო თავდაცვის სისტემასთან) დაკავშირებულ სატელიტური კომუნიკაციის აღჭურვილობაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ აღჭურვილობის განლაგებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება, რომელიც ამ საკითხს დღეს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები