არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს: თქვენი დარღვეული კანონების საფასურს საქართველოს მოქალაქეები დღემდე იხდიან

“თქვენი დარღვეული კანონების საფასურს საქართველოს მოქალაქეები დღემდე იხდიან”, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომან გოცირიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

„ბოლო თვის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ მილიონობით ჯარიმა დააკისრა სახელმწიფოს და როგორ გველაპარაკებით, რომ კანონებს არ ვასრულებთ? სანამ ჩვენ დაგვეხმარებით, სჯობს, პარტიაში შეაგროვოთ ფული და გადაიხადოთ ის დარღვევები, რაც სახელმწიფოს გადასახდელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მანამდე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ ასრულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები