ბრიტანელი მეცნიერები: ზამთრის სეზონზე ქვეყანაში კორონავირუსისგან 120 ათასამდე გარდაცვალება შეიძლება, დაფიქსირდეს
ბრიტანეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზამთრის სეზონზე ქვეყანაში “კოვიდ-19”-ს შესაძლოა, 120 ათასამდე პაციენტი ემსხვერპლოს.
როგორც პროფესორმა, სტივენ ხოლგეითმა მოხსენებაში თქვა, ზამთარში, როდესაც ადამიანები დიდ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში, პანდემიის მეორე ტალღა შესაძლოა, გაცილებით სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ის, რომელიც გამოვიარეთ. მისივე თქმით, ეს პროგნოზი არ არის, ეს შესაძლებლობაა, სიკვდილიანობა ზამთარში შესაძლოა, გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს, მაგრამ რისკის შემცირებაა შესაძლებელი, თუ დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს.
აკადემიაში აღნიშნეს, რომ არსებობს გაურკვევლობა, თუ როგორ განვითარება ვირუსი ბრიტანეთში.
AMS მოდელირებით, სექტემბრიდან მომდევნო წლის ივნისამდე საავადმყოფოებში შესაძლოა, 119 900 ადამიანის ლეტალობა დაფიქსირდეს.
14 ივლისის მდგომარეობით, ბრიტანეთში კორონავირუსის 291 691 შემთხვევაა დადასტურებული, 44 915 პირი გარდაიცვალა.