აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სადამსჯელო ზომების შედეგად 20 სომეხი სამხედრო იქნა ლიკვიდირებული

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივნისის დღის მეორე ნახევარში, სომეხი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის შედეგად, 20 სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სომხური მხარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დანაკარგის შესახებ ინფორმაციას უმალავს.

“მტრის წინააღმდეგ განხორციელებული მკაცრი სადამსჯელო ზომების შედეგად, 13 ივლისის დღის მეორე ნახევარში, აზერბაიჯანული ქვედანაყოფების ზუსტი ცეცხლის შედეგად განადგურდა სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო წერტილები, სარადარო სადგური, სამხედრო ტექნიკის საწყობი, ტანკი, ჯავშანტექნიკა, 20-ზე მეტი პირადი შემადგენლობა, ბატალიონის შტაბი, ინფრასტრუქტურა”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები