ფოლად ბულბულოღლი: შეიარაღებულმა დაპირისპირებამ შესაძლოა, არაპროგნოზირებად შედეგამდე მიგვიყვანოს, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონზე აისახება

“სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებულმა დაპირისპირებამ შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს, რომლებიც მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე აისახება”, – ამის შესახებ მოსკოვში აზერბაიჯანის ელჩმა, ფოლად ბულბულოღლიმ განაცხადა.

“ისევე, როგორც 2016 წელს, წუხანდელ შეტაკებას შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგი გამოეწვია, რომელიც აისახებოდა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. გუშინ მსხვერპლი იყო, ხშირად მშვიდობიან სოფლებზე მიმდინარეობს იერიში, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია. რომელი ქვეყანა შეეგუება ასეთ რაღაცას?”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანი თანამედროვე ქვეყანაა, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და არმიით.

“როდესაც შეიარაღებაში გაქვს თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, როდემდე შეიძლება, ითმინო ასეთი რაღაცა, როდესაც 30 წელიწადია, შენი ქვეყნის ტერიტორიაა ოკუპირებული და მიმდინარეობს დაუსრულებელი, მე ვიტყოდი, არაფრის ლმომცემი მოლაპარაკებები და რომლებიც სამშვიდობო პროცესს არ უწყობს ხელს?”, – თქვა ბულბულოღლიმ.

ამასთან, დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სისხლისზღვრა არ სურს, ამიტომ აზერბაიჯანმა არაერთხელ შესთავაზა მეორე მხარეს, მისი ტერიტორიები გაენთავისუფლებინა და მთიანი ყარაბაღის სტატუსზე მოლაპარაკება დაწყებულიყო.

“საუბარი იმაზე, რომ ვიღაც კარგია ან ვიღაც ცუდია, არ მიდის. არსებობს კონფლიქტი, უნდა მოიძებნოს მისი მიზეზი და საგნობრივად მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავიმეორებ, ადრე თუ გვიან საქმეში სამხედროები ჩაერთვებიან, რაც ყველაზე არასასურველი ვარიანტია”, – თქვა ბულბულოღლიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები