აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანის არმიის ლეიტენანტი დაიღუპა

აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ Report.az-ს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა სომხეთის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და ტანკების გამოყენებით საყრდენი პუნქტი, საარტილერიო დანადგარები, საავტომობილო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურა.

დაღუპულია აზერბაიჯანის არმიის უფროსი ლეიტენანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები