ილჰამ ალიევი: სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს

თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხსნიან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გავცემთ ამაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხური მხარის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

“აზერბაიჯანმა თავისი სახელმწიფო საზღვარი დაიცვა”, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები