სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ისვრიან
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე, ტოვუზის რაიონში ისვრიან. ორივე მხრიდან არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“12 ივლისის შუადღიდან მოყოლებული, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უხეშად დაარღვივეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ტოვუზის რაიონში და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს. მათ ჩვენი პოზიციებისაკენ არტილერიული დანადგარებიდან ისროლეს.
ორივე მხრიდან არის მსხვერპლი.
ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ბრძოლა ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები მდგომარეობას აკონტროლებენ. საზოგადოება დამატებით ინფორმირებული იქნება “, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით აზერბაიჯანის მხარეს 2 გარდაცვლილი და 5 დაჭრილი სამხედროა.