თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება

ოჯახურ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება.

ინფორმაცია”რეგიონულ კვირას ” საკრებულოს აპარატის უფროსმა დაუდასტურა. ტარიელ გალახვარიძის ინფორმაციით, პროკურატურისგან მიიღეს ინფორმაცია მიხეილ გრემელაშვილზე წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, რაც ავტომატურად საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერებას გულისხმობს.

“როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, მივმართეთ პროკურატურას და მივიღეთ წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რაც უფლებამოსილების შეჩერებას იწვევს, ვიდრე საბოლოო განაჩენი  დადგება”, – განაცხადა გალახვარიძემ.

საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 11 ივლისს შეეფარდა. გრემელაშვილს გამოძიება ოჯახურ ძალადობას, იარაღის გამოყენებით მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები