Haqqin.az-ი სომეხ კოლეგებს მიმართავს: თქვენი მთავრობა მოკლულთა ვინაობას მალავს!

აზერბაიჯანული გამოცემა, Haqqin.az-ი სომხეთის წამყვან მედიასაშუალებებს მიმართავს.

“როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გასულ ღამესა და გამთენიისას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოვუზთან შენარჩუნებული იყო დაძაბული ვითარება. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მასირებული იერიშის მოსაგერიებლად საპასუხო ზომები მიიღეს.

როგორც თავდაცვის უწყებასთან დაახლოებულმა ინფორმირებულმა წყაროებმა გვაცნობა, მასირებული საარტილერიო სროლის შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო საგუშაგო იქნა განადგურებული. აზერბაიჯანულმა მხარემ მოწინააღმდეგის საბრძოლო პოზიციებიდან შეტყობინებები მოიპოვა, სადაც ბრძოლის ხაზზე დანაკარგზე იყო საუბარი. იყო ნათქვამი, რომ სომხურმა მხარემ, სულ მცირე, 15 ადამიანი დაკარგა, არიან დაშავებულებიც.

თუმცა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მიმდინარე მოვლენების ნამდვილ მასშტაბს უმალავს და არ ამცნობს მას პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის დანაკარგის შესახებ.

მივმართავთ სომხეთის დამოუკიდებელი მედისაშუალებების კოლეგებს თხოვნით, მიმართეთ თქვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს და მოიპოვეთ ინფორმაცია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ. სოციალურ ქსელში სომეხი მოქალაქეების შეშფოთებას ვადევნებთ თვალს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის სიჩუმის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს უკანასკნელი განცხადება დაშავებული პოლიციელების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს.

რამდენიმე წუთის წინ სომხეთის თავდაცვის უწყებაში აზერბაიჯანული მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ორი პოლიციელის დაჭრის შესახებ განაცხადეს. წარმოდგენილი ვიდეო- და ფოტომასალები საგუშაგოებისა და დასაყრდენი პუნქტების განადგურების შესახებ მრავალრიცხოვან მსხვერპლზე მიუთითებს”, – ნათქვამია მიმართვაში.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები