სოფელ ჩუმლაყში გამოკვლეული 103 პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

სოფელ ჩუმლაყში გამოკვლეულ 103 პირს “კოვიდ – 19″ არ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დაადასტურა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონიდან ლუგარის ცენტრში ბოლო 24 საათის განმავლობაში 256 ნიმუში გაიგზავნა და ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

” მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული, საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება. 11 ივლისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 256 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, კახეთში 3 საკარანტინე სივრცეში 91 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 24 მოქალაქე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები