“პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ვარ, ეს ყველაფერი იყო ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია, ეს რეჟიმი გრძელდება, მიუხედავად ჩემი პირადი ოჯახური პრობლემებისა, რაც გიორგის გარდაცვალებას უკავშირდება”
„პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ვარ, ეს ყველაფერი იყო ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია, ეს რეჟიმი გრძელდება, მიუხედავად ჩემი პირადი ოჯახური დიდი პრობლემებისა”,- ამის შესახებ 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
„ვარ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ეს ყველაფერი იყო ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია, ეს რეჟიმი გრძელდება, მიუხედავად ჩემი პირადი ოჯახური დიდი პრობლემებისა, რაც გიორგის გარდაცვალებას უკავშირდება. ყოველთვის აქტიური ვიყავი, როგორც მოქალაქე. ძალიან ხშირად მიწევდა პოლიტიკურ თემებში მონაწილეობა და ეს კვლავაც გაგრძელდება”,- განაცხადა ნიკოლაძემ.
პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“, თბილისში დღეს ცენტრალური ოფისი გახსნა.