ახალციხის სავაჭრო ცენტრში აგროპედია განთავსდა

ახალციხეში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში, აგროპედია განთავსდა. დღეიდან ფერმერებსა და არამარტო მათ, საშუალება ექნებათ, მოწყობილობაზე თითის დაჭერით სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამსახურს გადმოეცა აგროპედია, რომელშიც განთავსებულია აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, დაწყებული მოსავლის მოვლა-მოყვანიდან, კულტურის გაშენებით დამთავრებული. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, უფასოდ, ტექნიკის გამოყენებით, გაიგოს ყველანაირი ინფორმაცია სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას“ სოფლის მეურნეობის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, ნანა ზუბაშვილმა.

სავაჭრო ცენტრში დადგმულ აგროპედიას დადებითად აფასებენ ფერმერებიც. მათი ინფორმაციით, განთავსების ადგილიც სტრატეგიულადაა შერჩეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები