ძაგანია „ნაცმოძრაობაზე“: ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ეს ნახევრად კრიმინალური, ნახევრად პოლიტიკური ძალა არ გავაკაროთ ხელისუფლებას

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნის, კახა ძაგანიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ.
„ოპოზიციურ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებს „ნაციონალური მოძრაობა“, განხეთქილებები დაიწყო. დაიწყო პოლიტიკურ, საპარლამენტო სკამებზე, სიებში ადგილებზე ჩხუბი. ეს არ იმალება. ეს დუღილი და ცუდი აურა საზოგადოებაში გადმონთხეულია, ჩანს და ამაზე არ შევჩერდები. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს დიდი შანსი არ აქვთ, გაიმარჯვონ ამ არჩევნებში. საზოგადოებამ უკვე ნახა მათი „სიკეთეები“.
ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ეს ნახევრად კრიმინალური, ნახევრად პოლიტიკური ძალა არ გავაკაროთ ხელისუფლებას. მე არც საპარლამენტო სკამი, არც სხვა პოლიტიკური თანამდებობა მინდა. მთავარია, „ნაცმოძრაობამ“ ქვეყნის მართვის ბერკეტები ხელში არ ჩაიგდოს“, – განაცხადა ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები