ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა კორონავირუსის კონტროლზე აყვანას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს.
“უარესი ხდება. პანდემია ისევ ძლიერდება”, – თქვა გებრეისუსმა და დასძინა, რომ “კოვიდ19” ჯანდაცვის სისტემების უთანასწორობის ექსპლუატაციასა და საზოგადოებების გახლეჩას ახდენს.
მისივე თქმით, პანდემიამ ზოგიერთი მდიდარი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა დაანგრია.
10 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 12 268 630 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 554 928 პირი ემსხვერპლა, ხოლო 6 740 230 განიკურნა.