„აურზაური არაფრის გამო“ – წარმოდგენა ღია ცის ქვეშ

9 ივლისს, 22:00 საათზე, ვაკის პარკში, ღია კინოთეატრში – „კლუბი 33ა“ მოზარდმაყურებელთა თეატრის წარმოდგენა „აურზაური არაფრის გამო“ გაიმართება.
სპექტაკლი „100 სკამი ღია ცის ქვეშ“ – პროექტის ფარგლებში ჩატარდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, უილიამ შექსპირის კომედია მოგვითხრობს სიყვარულისა და სიძულვილის, კეთილისა და ბოროტის უხსოვარი დროიდან ჩასახულ კონფლიქტზე, რომელშიც სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს, როგორც მორალურად, ასევე – ფიზიკურად!

რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი.

დეტალურად იხილეთ:  tkt.ge/Trouble

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები