თბილისში დაგეგმილი ლენი კრავიცის კონცერტი გაუქმდა

თბილისში დაგეგმილი ლენი კრავიცის კონცერტი გაუქმდა. მსოფლიოს ტურნე – HERE TO LOVE – აღარ გაიმართება. ამის შესახებ TKT. GE მომღერლის ოფიციალური წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას.
ამ გადაწყვეტილებას ლენი კრავიცი მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირებს:

”მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვნი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა”, – აღნიშნავს იგი.

TKT.GE – ზე შეძენილი ბილეთების თანხა 15 ივლისიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ყველას ბარათზე ავტომატურად დაუბრუნდება.
ლენი კრავიცის კონცერტი, 2020 წლის 31 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო კონცერტის გამართვის თარიღი შეიცვალა და 2021 წლის 29 მაისისთვის გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები