კახეთში საკრებულოს წევრს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

კახეთში, საკრებულოს წევრს – მიხეილ გრემელაშვილს, ბიძაშვილი ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც სუროგაციის ცენტრის “New life” -ის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გრემელაშვილი წლების განმავლობაში საკუთარ ოჯახის წევრებზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც მის ერთ-ერთ შვილს სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

“ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა, ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, Mixeil Gremelashvili -ს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო და ეს, ცოლ- შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება. უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა,- “არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო.”ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან”,- წერს მარიამ კუკუნაშვილი.

როგორც პოსტიდან ირკვევა მიხეილ გრემელაშვილის ოჯახის წევრები დაკითხვაზეც იმყოფებოდნენ.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები