8 ივლისი „ქართული შექსპირიანას“ ავტორის – ნიკო ყიასაშვილის დაბადების დღეა

8 ივლისს ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და ფილოლოგი ნიკო ყიასაშვილი დაიბადა. მას 94 წელი შეუსრულდებოდა.
1984 წლიდან ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგეა.
1980 წლიდან საზღვარგარეთის თანამდეროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
ეკუთვნის ნაშრომები ინგლისური რენესანსის პერიოდისა და თანამედროვე ლიტერატურასა და თეატრზე: „შექსპირი” (1959), „შექსპირის სამყაროში” (1966), „ჯ. ჯოისის ცნობიერების ნაკადის მეთოდის ზოგიერთი თავისებურება” (1971), „შექსპირი და XX საუკუნის ინგლისური ლიტერატურა” (1973, 1974, რუსულ და გერმანულ ენებზე), „კლასიკის ადაპტაციის პრობლემა” (1975), „ნესტორის ეპიზოდი როგორც „ულისეს” პარადიგმა” (1978, გერმანულ ენაზე), „ქვეყანა სცენაა როგორც „ჰამლეტის” სტრუქტურული ელემენტი” (1979, 1981, ქართულ და რუსულ ენებზე), „შექსპირი და XX საუკუნის მექანისტური ცივილიზაცია” (ოლბანი, აშშ, 1979, ინგლისურ ენაზე), „ქართული რიჩარდ III” (ვაშინგტონი, 1980, ინგლისურ ენაზე). ეკუთვნის თარგმანები: ჯ. ჯოისის „ჯაკომო ჯოისი” (1969, ქართულ და რუსულ ენებზე), ჰ. პინტერის „დარაჯი” (1975), ჯ. ჯოისის „ულისე” (წიგნი I, 1983).
შეადგინა და გამოსცა კრებული „ქართული შექსპირიანას” 5 ტომი (1959-1979).
მისი საერთო რედაქციით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოიცა შექსპირის თხზულებათა პირველი სრული კრებული ქართულ ენაზე (ტ. 1, 1983, ტ. 2, 1985).
იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის გამგე (1970-1981).
გარდაიცვალა 1996  წლის 14 მარტს (69 წლის ასაკში).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები