გოვენ ჭეიშვილი – „ხუტა უფროსი“ გარდაიცვალა

 ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 80 წლის ასაკში, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი  გარდაიცვალა. ამის შესახებ ოთარ ჩრდილელი ავრცელებს ინფორმაციას.

იგი  1940 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს.

1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში „რეკორდი” (1972, ხუტა) და „კუჩხი ბედნიერი” (1976, კოჩია).
გადაღებულია ფილმებში: „ნეილონის ნაძვის ხე” (რ. ესაძე, 1985), „ლალე” (რ. ლორთქიფანიძე, 1985), „დამშვიდობება” (ზ. თუთბერიძე, 1987), „კირილეს ოდისეა” (დ. ბათიაშვილი, 1985), „ლომა” (ბ. რაჭველიშვილი, 1987), „ჩემი ბოშები” (ლ. გორდელაძე, 1987), „წითელი პატეფონი” (დ. აბაშიძე, 1995), „სამოთხის გვრიტები” (გ. ჩოხელი”, 1997, ეფრემა), „მიჯაჭვული რაინდები” (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), „ჩემი ბედნირი ოჯახი” (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ.
1996 წლიდან მუშაობდა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.
გოვენ ჭეიშვილს 9 ივლისს, ქუთაისში საფიჩხიის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები