მონტენეგრომ საქართველოსთვის საზღვარი გახსნა

მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა იმ ქვეყნების სია განაახლა, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ მოხვედრა.

TourDom-ი წერს, რომ სიაში საქართველო, ბელარუსი, უკრაინა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი მოხვდნენ.

როგორც ადგილობრივი ტურისტული კომპანიის დირექტორმა, რუსლან სეგენიუკმა თქვა, მონტენეგრომ ასზე მეტი ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი 1-ელი ივნისიდან გახსნა და ამ ხსნის შემდეგ იგი კორექტირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები