Art of the Florenskaya Sisters – ხელოვნების სასახლის მეათე ვირტუალური გამოფენა

საქართველოს ხელოვნების სასახლე ერთადერთი მუზეუმია საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს „გუგლის“ ხელოვნების და კულტურის ინსტიტუტთან (Google Arts & Culture Institute). Google-ის და ხელოვნების სასახლის მიერ მომზადდა მეათე ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით: „Art of the Florenskaya Sisters”.
„მე -20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე პოლონური წარმოშობის დებმა, მხატვარ მარინა ივანიშვილის წინაპრებმა, თავიანთი შესანიშნავი ხელწერით, ქართული ხელოვნების ისტორიაში მოდერნიზმის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები დატოვეს. დები ფლორენსკების ნამუშევრები გამოფენილია რუსეთსა და ევროპაში, თუმცა „გუგლის“ ონლაინპლატფორმაზე შესაძლებლობა გექნებათ, იხილოთ დღემდე უცნობი და საინტერესო ნიმუშები მათი კოლექციიდან“, – აღნიშნულის ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის დათვალიერება და დამატებითი ინფორმაციის მოძიება დების შემოქმედების შესახებ შესაძლებელია ბმულზე:
https://artsandculture.google.com/exhibit/art-of-the-florenskaya-sisters/AwKSyCB8WyWRLg?fbclid=IwAR0h29Husy1s1PBP2y1Q1wyv07fy-tp3phtwtbweBfDoNcOPaIB5IVisr5k

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები