8 ივლისი ლიანა ასათიანის დაბადების დღეა

8 ივლისს დაიბადა ექიმი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული არტისტი – ლიანა ასათიანი. მას  94 წელი შეუსრულდებოდა.
1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1942-1943 წლებში მიხეილ ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე” შეასრულა პირველი როლი (დედოფალი თეკლე).
კინოში შეასრულა შემდეგი როლები: ციალა („ჭირვეული მეზობლები”),  მარინე ფერაძე („ჭრიჭინა”), ქეთევანი („ეთერის სიმღერა”), თავადის ქალი მაია („ერთი ცის ქვეშ”), დედოფალი გურანდუხტი („მაცი ხვიტია”), კოლონკელიძის მეუღლე („დიდოსტატის მარჯვენა”), ბიძინას დედა („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”), თინათინ მინდაძე („ლევან ხიდაშელი”), დედოფალი დარეჯანი („წიგნი ფიცისა”) და სხვა.
2010 წელს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის” წინ გაიხსნა ლიანა ასათიანის ვარსკვლავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები