ბექა ფერაძე: დღეის მდგომარეობით, შემოწმების თაობაზე შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნაა დარეგისტრირებული

„დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა შემოწმების თაობაზე, თუ ისინი დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მუშაობის უფლებას მიიღებენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ ობიექტზე ინსპექტირების განხორციელება რეგისტრაციიდან დაახლოებით ორ დღეში მოხდება.

„დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა შემოწმების თაობაზე. შრომის ინსპექცია არის ძირითადი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს, ასევე, ჩართული გვყავს ადგილობრივი საზედამხედველო სამსახურები მუნიციპალიტეტებში და სურსათის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე, გვეხმარება ინსპექტირების პროცესში. ამიტომ, საკმარისზე მეტი არის ინსპექტორების რაოდენობა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენენ შემოწმებას.

განაცხადები შემოსულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგისტრაციიდან, დაახლოებით, ორ დღეში მოხდება ინსპექტირების განხორციელება თითოეულ ობიექტზე და თუ ისინი დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, დაუყოვნებლივ მიიღებენ მუშაობის უფლებას. იმავე სისტემაში, სადაც რეგისტრირდებიან, მიენიჭებათ სტატუსი დადებითი, რაც აძლევთ მათ უკვე მუშაობის უფლებას“, – განაცხადა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები