გიორგი შაქარაშვილის და: ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს, ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ, თურმე, საცემად არ მისდევდნენ

გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ახვლედიანი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიორგისაც მკვლელები, ხოლო შემდეგ ჩვენება შეცვალა.

“პირველ ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ, ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც
,,დაზარალებულად ” არის ცნობილი, პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ, თურმე, საცემად არ მისდევდნენ.

თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა, შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობს”, – წერს ანი შაქარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები