რატი იონათამიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე: ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია

„ეს არის ცალკეული ინიციატივა და მე ვფიქრობ, ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე მინდა, შეგახსენოთ ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუნდაც, „ღია ცის ქვეშ” ხელშეკრულების დატოვების საფუძველი ამერიკის მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ვნახეთ და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველად, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერა იყო ორივე პალატის მიერ, გრძელდება ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები