„100 სკამი ცის ქვეშ“ – სპექტაკლი „მორალი“

8 ივლისს, 22:00 საათზე,  ვაკის პარკში, ღია კინოთეატრი „კლუბი 33ა“ უმასპინძლებს  სპექტაკლს „მორალი“ – თეატრი ათონელზე.
სპექტაკლი – ერთმოქმედებიანი კომედია, პროექტის „100 სკამი ცის ქვეშ“ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
პიესა დაიწერა თბილისის ახალი დრამის ფესტივალისთვის, 2019 წელს.

ავტორი: ლაშა ბუღაძე; რეჟისორი: პაატა ციკოლია.
მონაწილეობენ: ირაკლი გოგოლაძე, ანი იმნაძე, კახა გოგიძე, მარიამ ცქიფურიშვილი.

„მორალი” ერთი შეხედვით უკიდურესად პოლიტიკური პიესაა, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ ქვეტექსტებში იმალება სიყვარული. მაგრამ ვისი ან რისი სიყვარული? ძალაუფლების? მმართველის? ცოლ-ქმრის? საყვარლის? მეგობრის? ბიოგრაფიით გადაჯაჭვული ოთხი პერსონაჟიდან ყველა ატარებს პირად საიდუმლოს, მაგრამ ამ გარემოში „პირადი” პოლიტიკური იარაღია. ეს საერთო კრიზისის დღეა და უკვე გარდაუვალია, ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს…

ხანგრძლივობა: 85 წუთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები