ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო დამკვირვებლები შეუფერხებლად ჩამოვლენ, შესაძლოა, მოთხოვნა იყოს „პისიარ“ ტესტირება, ორკვირიანი კარანტინი გამორიცხულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებისთვის საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები შეუფერხებლად ჩამოვლენ.

მისივე თქმით, 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხულია, რადგან ამ შემთხვევაში დამკვირვებლების ჩამოსვლას აზრი ეკარგება.

„პროტოკოლი იქნება ისეთი, რომ მინიმალური დაბრკოლება შეიქმნას. ანუ, მაქსიმუმ შეიძლება, იყოს ტესტირება, სხვა შემთხვევაში არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს. 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება გამომდინარე იქედან, რომ მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას. ანუ, სპეციალური პროტოკოლი იქნება, რომელიც მინიმალურ დონეზე დაადგენს მოთხოვნებს და, ალბათ, მაქსიმუმი  იქნება „პისიარ“ ტესტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები