ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს, აქედან 1 ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს.

მისივე თქმით, დღეს ტესტირება 3 პაციენტს ჩაუტარდა და პასუხების მოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი მათგანი გამოჯანმრთელდა.

„ამ წუთისათვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტია, აქედან 6 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა ჩვენთან – ის მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა, ჯერჯერობით, ინტენსიურ თერაპიასა და დაკვირვებას საჭიროებს. დღეს გაკეთდა 3 ტესტი, პასუხებს ველოდებით და ვნახოთ, შემდგომში რამდენი პაციენტის გამოჯანმრთელებას დავადასტურებთ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები