ონლაინშეხვედრა თუმანიშვილის თეატრში

6 ივლისს, 18:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფეისბუქგვერდზე მსახიობ ნანა შონიასთან ონლაინშეხვედრა გაიმართება.
„შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, ონლაინრეჟიმში შეგეძლებათ, კითხვა დაუსვათ მსახიობს და მასთან ერთად იმსჯელოთ როგორც მის როლებზე, ასევე თუმანიშვილის თეატრის აწმყოზე /თუ ვინმეს აინტერესებს, წარსულზეც/ და რაც მთავარია, მომავალზე. იმედია, ერთად გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს და მალე შევხვდებით ჩვენს პატარა, ლამაზ და განსაკუთრებულ თეატრში“, – აღნიშნულია თუმანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები