გია აბაშიძე: მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს “ფანჩატურელებს”
“მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს „ფანჩატურელებს”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ევროპული საქართველოს” ინიციატივას თურქეთთან საზღვრის გახსნის შესახებ.
ანალიტიკოსის თქმით, ევროპელ ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, “ევროპულმა საქართველომ” მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა – გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ.
“შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს რაღაც “მაგიური ძალა” აქვს. იქ მსხდომი პოლიტიკოსი კიდევ უფრო ჩლუნგდება და მყისიერად კარგავს საღ აზროვნებას. სიმართლის თქმის გამო ევროპელ ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, „ევროპულმა საქართველომ” მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა – გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ. მაპატიეთ და „ნაცოპოზიცია” ჩლუნგი და არარაციონალური კი არა, საკუთარი ქვეყნის მტერია, თანაც – უაღრესად გაბოროტებული რევანშისტი. მავნებელი „ნაცოპოზიცია” შოკშია იმის გამო, რომ საქართველო წარმატებულად და სანიმუშოდ გავუმკლავდა კორონავირუსის პირველ ტალღას, რაც ერთსულოვნადაა აღიარებული შინ და გარეთ. ექიმებზე თავდასხმებითა და ყალბი ამბების ნიაღვრებით, „ნაცოპოზიციამ” ვერანაირად დააკნინა ჩვენი გმირი, მზრუნველი სპეციალისტების როლი პანდემიასთან ბრძოლაში. ახლა კი ბოროტი „ნაცები” ცდილობენ, რომ ორი კურდღელი დაიჭირონ – ხალხზე მზრუნველის მანტია და, ამასთან, ხალხის აგრესიის წარმართვა ხელისუფლებისკენ და, მეორე მხრივ, თურქეთიდან გზა გაუხსნან უდიდესი ძალისხმევით მოგერიებულ ვირუსს. რევანშისტი ძალების ერთადერთი მიზანი სისტემის ჩამოშლაა”, – წერს ანალიტიკოსი.
როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, მავნებელი “ნაცოპოზიცია” ცდილობს, რომ ორი კურდღელი დაიჭიროს – ხალხზე მზრუნველის მანტით, ხალხის აგრესია წარმართო ხელისუფლებისკენ და თურქეთიდან გზა გაუხსნან უდიდესი ძალისხმევით მოგერიებულ ვირუსს.
“COVID 19-თან ბრძოლაში საქართველო ოაზისია ფართო რეგიონში. ზოგ ქვეყანაში მეორე ტალღაა და ხელახალი კარანტინებია. ეს ჩვენ, ცხადია, არავის გვსურს. ბოროტ რევანშისტ “ნაცოპოზიციისა” და მისი ანასხლეტების დღის წესრიგით არ ცხოვრობს საქართველო!. საზღვრები გაიხსნება მაშინ, როცა იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისთვის. მმართველი “ქართული ოცნების” გუნდი, რომელმაც ვირუსით დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის კომპლექსური გეგმა დაამტკიცა და ეფექტიანად ახდენს მის რეალიზაციას, დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც ყველაფერს გააკეთებს როგორც ჩვენი თანამემამულეების პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე, განუხრელად იზრუნებს მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს “ფანჩატურელებს”, – წერს გია აბაშიძე.