შვეიცარიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

შვეიცარიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 6 ივლისიდან შვეიცარიაში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, კორონავირუსის პრევენციის ზომები მკაცრდება.

“სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 12 წელს ზემოთ პირებისათვის; დადგინდა მაღალი რისკის ქვეყნების სია, რომელიც მუდმივად განახლდება, ხოლო მაღალი რისკის ქვეყნების სია და ამ ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე დაკისრებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, გადაეცემა შვეიცარიაში შემომსვლელ პირებს საზღვარზე; 6 ივლისიდან, მაღალი რისკის ქვეყნებიდან შვეიცარიაში შემოსული ყველა პირი ვალდებულია გაიაროს 10 დღიანი კარანტინი; კარანტინს დაქვემდებარებული პირების მხრიდან ამ წესების გვერდის ავლის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი ჯარიმა.

საქართველოს მოქალაქეებისათვის შვეიცარიაში შემოსვლის შესაძლებლობა და წესები განხილული იქნება შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ 20 ივლისისთვის. ახალი წესების შემოღებამდე, რაზედაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება, საქართველოს მოქალაქეები კვლავ ვერ შეძლებენ შვეიცარიაში შემოსვლას, თუ კი მათ არ გააჩნიათ შვეიცარიის მოქმედი ბინადრობის ნებართვა.

შვეიცარიის მიგრაციის ფედერალური დეპარტამენტის რეკომენდაციით, მოქალაქეებმა მუდმივად თვალი უნდა ადევნონ ცვალებად წესებს, აღნიშნული ბმულის საშუალებით – www.bag.admin.ch”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები