მესტიაში, სოფელ იდლიანთან კლდის ფერდობზე ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან კლდის ფერდობზე ხანძარია.
როგორც “რეგიონულ კვირას” მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ხანძარი კლდის ფერდობზეა გაჩენილი და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

“ხანძარი დასახლებული სოფლიდან საკმაოდ მოშორებითაა და ამ ეტაპზე, რაიმე სახის საფრთხე არ არსებობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ადგილზე ფეხით სოფლის მოსახლეობასთან ერთად გასულია მესტიის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მაშველები. ტერიტორია ტექნიკისთვის მიუვალია, ამიტომ მაშველების მობილიზება ძირითადად ქვეითად მოხდა”, – განაცხადა მესტიის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები