საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 948-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 948 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 825-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3569 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 199.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები