მარინა ეზუგბაია: სამივე ახალი კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

“საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამივე შემთხვევა იმპორტირებულია და სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
​„დღეს დილით საქართველოში სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და არის 946 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა ოთხით, გახლავთ სულ 825. ამ მონაცემებით, დღეისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 106 დადასტურებული შემთხვევა და გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 87%-ზე ცოტა მეტია.
სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ჩვენთან მოთავსდა და გვყავს სულ 24 დადასტურებული შემთხვევა.
​გუშინ, მონიტორინგით ერთი გამოჯანმრთელდა ჩვენს ცენტრში, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, ძირითადად საშუალო სიმძიმის და მათზე მსუბუქიც. ახალი პაციენტის პირველადი მდგომარეობაც არ არის მძიმე, რუტინული კვლევებით და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით ჯერ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები